გოჩა ენუქიძე
#44 ამბროლაურის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი
ფრაქციის გარეშე
ვიზიტორები:
2012 წლის ამბროლაურის ბიუჯეტი

  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებსაქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და  „ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით ამბროლაურის 2012 წლის ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილი მიღებულ იქნა 2860400 (ორი მილიონ რვაასსამოციათას ოთხასი) ლარით, მათ შორის შემოსავლები გადასახადებიდან 147000 ლარი, სხვა შემოსავლები 339100 ლარი,გათანაბრებითი ტრანსფერი 2249300 ლარი, მიზნობრივი დანიშნულების ტრანსფერი 95000 ლარი, არაფინანსური აქტივების კლებიდან 30000 ლარი.

  2012 წლის იანვრის ბოლოს ბიუჯეტი ფორმაციის შედეგად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობებიდან გაიზარდა 3415000 (სამიმილიონ ოთხასთხუტმეტათას) ლარამდე. 500000 ლარით პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან . . ამბროლაურში საცურაო აუზის მშენებლობისათვის და 54000 ლარი წინა წლის ნაშთით.

  მუნიციპალიტეტის ძირითად პრიორიტეტებად განისაზღვრა: მუნიციპალური გზების რეაბილიტაცია.კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება.მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებების განხორციელება. სოციალური პროექტების დაფინანსება. სკოლამდელი განათლების განვითარების ხელშეწყობა.სპორტული და კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა.

  მუნუციპალური გზების რეაბილიტაციის ფარგლებში გათვალისწინებულია . ამბროლაურში გზების  90%– ის ასფალტირება ,სოფლების შიდა საუბნო და ქალაქთან დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაცია.

  კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარებაში ძირითადი პრობლემების გადასაჭრელად წყალმომარაგებითი სამუშაოების დაწყება. ახალი წყლის სისტემის  სათავე ნაგებობის მშენებლობითი  სამუშაოების დაწყება, კომუნალური  მეურნეობის განვითარების ჭრილში, . ამბროლაურში საკანალიზაციო სისტემის მოწყობითი სამუშაოების დაწყება, რაც გააუმჯობესებს  მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს და შეამცირებს მიგრაციის პროცესს.

  მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებების განხორციელებაში განსაზღვრულია მისი იერსახის გაუმჯობესება , რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია . ამბროლაურში საცურაო აუზის მშენებლობა. . ამბროლაურში სკვერების კეთილმოწყობა, სოფლებში ადმინისტრაციული შენობების ტერიტორიების კეთილმოწყობა, სოფლების გარე განათებების მოწყობის სამუშაოები და სოფლად კეთილმოწყობილი გარემოს შექმნა, რაც ასევე უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში სეზონურად ტურისტებისა და დამსვენებლების ზრდას.

   დიდი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, რაც წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ერთერთ პრიორიტეტს, რომლის ფარგლებშიც დასახულია საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები,ასევე პრიორიტეტია სპორტული და კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა. ადგილობრივი ანსამბლების, სამუსიკოსახელოვნებო და სპორტული სკოლების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, ქართული ფოლკლორული ხელოვნებისა და ადგილობრივი ტრადიციების შენარჩუნება.

   2012 წელს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია საცურაო აუზის, ტურისტული ცენტრის, ფეხბურთის ფედერაციის ოფისის, ქალაქის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის აპარატის ახალი შენობების მშენებლობები. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სერვისცენტრის, საქართველოს ბანკის ფილიალის მშენებლობები. წინა წლებთან შედარებით გაზრდილი თანხით რეალიზებაში შევა სოფლის მხარდაჭერის პროგრამა და სხვა პროექტები.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით 2012 წელს დამტკიცდა მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობის სოციალური პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს თანადაფინანსებას 50%–ით პოლისის არ მქონე მოქალაქეებზე.