სოფ. სხვავა
სოფ.იწამიმდინარე წლის 30-31 მაისს გაგრძელდა შეხვედრები მოსახლეობასთან ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. შეხვედრებში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი გიგი წერეთელი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გამცემლიძე, რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ბალავაძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, ონის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი ჭელიძე, პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული დავით გაგოშიძე, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელები, სატყეო დეპარტამენტის უფროსი გიორგი კიკნაველიძე, სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელები. შეხვედრები ჩატარდა ჭყვიშის, ღადიშის,ნამანევის, ჭელიაღელის, ხოტევის, ველევის, ცახის, სხვავის, კრიხის, იწის თემებში.
ქ.ამბროლაური
სოფ.ურავი
2012 წლის 23
მაისიდან 25 მაისის ჩათვლით ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გაიმართა მოსახლეობასთან შეხვედრები,
რომლებშიც მონაწილეობდნენ რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების
კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ბალავაძე, ამბროლაურის
მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა
გოროზია, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე გოჩა მამაცაშვილი, სატყეო დეპარტამენტის
უფროსი გიორგი კიკნაველიძე, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე, პრეზიდენტის
სახელმწიფო რწმუნებული და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები. შეხვედრები შედგა სოფლებში:
ურავი, ლიხეთი, წესი, კვაცხუთი,ძირაგეული, ბოსტანა, ჩორჯო, სადმელი, ბუგეული, საკეცია
ასევე ქ. ამბროლაურში.
3 მაისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ
დავით ბაქრაძემ გამართა შეხვედრები სოფლებში ხვანჭკარასა და ჭრებალოში. მასთან ერთად
მონაწილეობდნენ პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული დავით გაგოშიძე, მაჟორიტარი დეპუტატი
გოჩა ენუქიძე, მ.გ.ფ. –ის ხელმძღვანელი ლევან ჭიჭინაძე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები.
აღნიშნულ სოფლებში შეხვედრების დროს დავით ბაქრაძემ ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელოვან
ძვრებზე, რომლებიც მოხდა ქვეყანაში და მათ შორის ამბროლაურში. პენსიის ეტაპობრივად
ზრდა,რომელიც სექტემბრიდან 140 ლარს მიაღწევს. ახალი ჯანდაცვის ობიექტების მშენებლობები.
დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ პირველ რიგში აუცილებელია ჯანდაცვა იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი.
ამისათვის კი სახელმწიფო იღებს ვალდებულებას დააზღვიოს მეტი მოქალაქე, მათ შორის პენსიონერები
და გაიზარდოს ასევე დასაზღვევთა ასაკი სკოლამდელი კონტიგენტისა, რაც როგორც ზემოთ აღინიშნა მოსახლეობის თითქმის 78% იქნება დაზღვეული.
მიმდინარე ეტაპზე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია განხორციელდეს შემდეგი პროექტები:
გაზგაყვანილობის ქსელის მოწყობა ქ. ამბროლაურში
გაზგაყვანილობის დაწყება ამბროლაური-სოფელ ჭრებალოს მიმართულებით. შემდეგ ეტაპზე ამბროლაური - ონის მიმართულებით.
ფოტოზე: რწმუნებულ–გუბერნატორი ბატონი დავით გაგოშიძე, მაჟორიტარი დეპუტატი ბატონი გოჩა ენუქიძე, მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი ლევან ჯმუხაძე და სოციალური მომსახურების სააგენტოს საკოორდინაციო ცენტრის უფროსი ბატონი გოჩა სუთიძე მოსახლეობასთან შეხვედრაზე სოფელ ნიკორწმინდაში.
2012 წლის ამბროლაურის ბიუჯეტი, ადგილობრივი მმართველობისა და
თვითმმართველობის ორგანოები და მაჟორიტარი
დეპუტატი
2012 დამდეგი შობა ახალი –წელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ მიულოცა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას და საახალწლო საჩუქრები გადასცა მრავალშვილიან დედებს, 100 წელს გადაშორებულ და ხანდაზმულ პიროვნებებს, მზრუნველობას მოკლებულ და სოციალურად შეჭირვებულ ბენეფიციარებს.



ფოტოებზე: მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე საახალწლო საჩუქრებს გადასცემს მრავალშვილიან ოჯახებს და დედ–მამით ობოლ ბავშვებს.
ფოტოზე: მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე საახალწლო საჩუქარს
გადასცემს სოფელ გენდუშში მცხოვრებ 106 წლის ქალბატონს ნადია სვანიძეს

ფოტოებზე: ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს
თანამშრომლები, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად დეპუტატის საჩუქრებს
გადასცემენ მზრუნველობას მოკლებულთა სახლში აღრიცხვაზე მყოფ 51 ბენეფიციარს


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე ამომრჩევლებთან შეხვედრებზე მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.

შეხვედრებზე მოსახლეობისაგან დეპუტატმა განიხილა სხვადასხვა საკითხები,სოციალური, ინფრასტრუქტურის კუთხით, დასაქმების, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მიმდინარე პროექტების მიმდინარეობის შესახებ.
2011 წლის სასწავლო პროცესის დაწყება მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ მიულოცა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს.
სოფელ მეორე ტოლის საჯარო სკოლა დააფინანსა კახეთის
რეგიონში ექსკურსიისათვის საჭირო თანხებით. ქ.ამბროლაურის მეორე საჯარო სკოლას კი შეუძინა
სპორტული ინვენტარი კალათბურთის, ფეხბურთის, ფრენბურთის გუნდებში მონაწილე ბავშვებისათვის.
ფოტოზე:
მეორე საჯარო სკოლის დირექტორს მინდია ცხვედიანს დეპუტატის საჩუქრებს გადასცემს დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი დავით ვაჩაძე.
2011 წლის
12 ოქტომბერს ამბროლაურის მუნიციპალიტეტს ეწვია სოფლის მეურნეობის მინისტრი სამინისტროს
სხვადასხვა ხელძღვანელებთან ერთად, ამბროლაურში რთველის დაწყების ორგანიზებისა და რთველთან
დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემების შესწავლის მიზნით.
მინისტრთან
ერთად მოსახლეობასთან შეხვედრაში მინაწილეობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და
სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები, მხარის გუბერნატორი, მაჟორიტარი დეპუტატი.მოსახლეობასთან
ღია საუბარში ადგილზევე იქნა გადაჭრილი ყველა პრობლემა და რთველი რაჭაში წარმატებით
და შეუფერხებლად ჩატარდა. ჩაბარებულ იქნა 636 ტონა უნიკალური ჯიშების – ალექსანდრეულისა
და მუჯურეთულის ყურძენი 1კილოგრამი 3 ლარად. არ დარჩენილა არც ერთი მოსახლე თავისი
პროდუქციის რეალიზაციის გარეშე. ასევე მოსახლეობას წელს საშუალება მიეცა დაბალი ხარისხის
სხვა ყურძნის რეალიზაციის, როგორც თეთრის ასევე წითელის შესაბამის დაბალ ფასებში.