გოჩა ენუქიძე
#44 ამბროლაურის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი
ფრაქციის გარეშე
ვიზიტორები:
მოსახლეობასთან შეხვედრები
11.07.12
სოფ.ღვარდია
სოფ.ცახიივლისი თვეში დეპუტატი გოჩა ენუქიძე საკრებულოს თავმჯდომარესთან კახაბერ ფარჯანაძესთან ერთად შეხვდა სოფლების ზემო ღვარდიის, ქვ. ღვარდიის, ცახის, თხმორის, ზემო შავრის მოსახლეობას. დეპუტატმა ისაუბრა ქვეყანაში და ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებზე. ერთ–ერთ საკითხად განხილულ იქნა და მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია საკარმიდამო და სასოფლო სამეურნეო მიწების დარეგისტრირების შესახებ. კერძოდ ის, რომ ივლისის თვეში უკვე მუნიციპალიტეტში შემოვა რამოდენიმე ჯგუფი, რომლებიც უზრუნველყოფენ ყველა საკარმიდამო ნაკვეთების და სასოფლო სამეურნეო მიწების ოჯახებზე დარეგისტრირებას თანამედროვე ტექნიკით და ამ ხარჯებს მთლიანად გაიღებს სახელმწიფო, ანუ მოსახლე გათავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისგან. ასევე სახელმწიფო გაიღებს სანოტარო მომსახურების ხარჯებსაც იმ შემთხვევაში, თუ ქონება რეგისტრირებულია სხვა პირზე და საჭიროებს გადაფორმებას. ყურადღება გამახვილდა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე. როგორც ცნობილია, სექტემბრის თვიდან დაზღვეული იქნებიან პენსიონერები და გაიზრდება სკოლამდელი ასაკის ბავშვთა კონტიგენტიც. დეპუტატმა განმარტა, რომ არასაპენსიო ასაკის კონტიგენტისათვის იმოქმედებს ჯანდაცვის პროგრამა, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სამედიცინო პოლისის არ მქონე მოქალაქეები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანდებიან სასწრაფო გადაუდებელი მკურნალობის ხარჯებით. 1000 ლარამდე სრულად, 1000 ლარის ზემოთ 75%–ით. მაქსიმალური თანხა 3000ლარი. მშობიარობა დაფინანსდება 400 ლარის ოდენობით.
01.06.12

სოფ. სხვავა
სოფ.იწამიმდინარე წლის 30-31 მაისს გაგრძელდა შეხვედრები მოსახლეობასთან ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. შეხვედრებში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი გიგი წერეთელი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გამცემლიძე, რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ბალავაძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, ონის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი ჭელიძე, პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული დავით გაგოშიძე, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელები, სატყეო დეპარტამენტის უფროსი გიორგი კიკნაველიძე, სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელები. შეხვედრები ჩატარდა ჭყვიშის, ღადიშის,ნამანევის, ჭელიაღელის, ხოტევის, ველევის, ცახის, სხვავის, კრიხის, იწის თემებში.

28.05.12

ქ.ამბროლაური
სოფ.ურავი
2012 წლის 23 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გაიმართა მოსახლეობასთან შეხვედრები, რომლებშიც მონაწილეობდნენ რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ბალავაძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე გოჩა მამაცაშვილი, სატყეო დეპარტამენტის უფროსი გიორგი კიკნაველიძე, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე, პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები. შეხვედრები შედგა სოფლებში: ურავი, ლიხეთი, წესი, კვაცხუთი,ძირაგეული, ბოსტანა, ჩორჯო, სადმელი, ბუგეული, საკეცია ასევე ქ. ამბროლაურში.

10.05.12

2012 წლის 2 მაისს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ნიკორწმინდის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით ტყეშელაშვილმა. მასთან ერთად მონაწილეობდნენ პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული დავით გაგოშიძე, მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის (მ.გ.ფ.) ხელმძღვანელი ლევან ჭიჭინაძე და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები. შეხვედრაზე დავით ტყეშელაშვილმა ისაუბრა მუნიციპალიტეტში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მსგავსი სამუშაოები კვლავ გაგრძელდება. მან გამოყო ძირითადი პრიორიტეტები, კერძოდ საგზაო, წყლის სისტემის, გაზიფიცირების ინფრასტრუქტურების განვითარება, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა.
10.05.12


3 მაისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ გამართა შეხვედრები სოფლებში ხვანჭკარასა და ჭრებალოში. მასთან ერთად მონაწილეობდნენ პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული დავით გაგოშიძე, მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, მ.გ.ფ. –ის ხელმძღვანელი ლევან ჭიჭინაძე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები. აღნიშნულ სოფლებში შეხვედრების დროს დავით ბაქრაძემ ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელოვან ძვრებზე, რომლებიც მოხდა ქვეყანაში და მათ შორის ამბროლაურში. პენსიის ეტაპობრივად ზრდა,რომელიც სექტემბრიდან 140 ლარს მიაღწევს. ახალი ჯანდაცვის ობიექტების მშენებლობები. დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ პირველ რიგში აუცილებელია ჯანდაცვა იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი. ამისათვის კი სახელმწიფო იღებს ვალდებულებას დააზღვიოს მეტი მოქალაქე, მათ შორის პენსიონერები და გაიზარდოს ასევე დასაზღვევთა ასაკი სკოლამდელი კონტიგენტისა, რაც როგორც ზემოთ აღინიშნა მოსახლეობის თითქმის 78% იქნება დაზღვეული.

20.04.12

მიმდინარე ეტაპზე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია განხორციელდეს შემდეგი პროექტები:

გაზგაყვანილობის ქსელის მოწყობა ქ. ამბროლაურში

გაზგაყვანილობის დაწყება ამბროლაური-სოფელ ჭრებალოს მიმართულებით. შემდეგ ეტაპზე ამბროლაური - ონის მიმართულებით.

22.03.12

სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება საქართველოს ხელისუფლებამ 2009 წლიდან დაიწყო. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შესაბამისად დაისახა ამ პროგრამის 2012 წელს რეალიზების კურსი, რომელიც გულისხმობს ადგილობრივი მოსახლეობის სხვადასხვა სახის საჭიროებების მოგვარებას და ამ საჭიროებათა მოგვარებაში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფას. ძირითადი მნიშვნელობა და უპირატესობა ამ პროგრამისა არის თითოეული თემისა და სოფლის მაცხოვრებელთა მიერ პრიორიტეტების განსაზღვრა და დამტკიცება, პროგრამის მიმდინარეობაზე ზედამხედველობა, საინიციატივო ჯგუფების შექმნა. 2012 წელს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე გამოყოფილმა თანხამ შეადგინა 436482 ლარი. ეს თანხა დაიხარჯება 18 თემში და შესაბამისად 70 სოფელში. აღნიშნული პროგრამის და მუნიციპალიტეტში სხვა პროექტების, კერძოდ რეგიონალური პროექტების (რეგიონალური პროექტების ფონდი, ადგილობრივი ბიუჯეტი, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი) განხორციელების უზრუნველყოფისათვის, პროექტების მნიშვნელობის, ეფექტურობის, მოსახლეობისათვის გაცნობისა და მათთან ერთად ადგილებზე პრობლემების გადაჭრის მიზნით. პერიოდულად სახელმწიფო რწმუნებულის აპარატთან, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან, თემების თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებთან და თემების დეპუტატებთან ერთად მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი მიმდინარე წლის მარტის თვეში შეხვდა სხვადასხვა სოფლების მოსახლეობას.

ფოტოზე: რწმუნებულ–გუბერნატორი ბატონი დავით გაგოშიძე, მაჟორიტარი დეპუტატი ბატონი გოჩა ენუქიძე, მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი ლევან ჯმუხაძე და სოციალური მომსახურების სააგენტოს საკოორდინაციო ცენტრის უფროსი ბატონი გოჩა სუთიძე მოსახლეობასთან შეხვედრაზე სოფელ ნიკორწმინდაში.

21.02.12

2012 წლის ამბროლაურის ბიუჯეტი, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოები და მაჟორიტარი დეპუტატი

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით ამბროლაურის 2012 წლის ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილი მიღებულ იქნა 2860400 (ორი მილიონ რვაასსამოციათას ოთხასი) ლარით, მათ შორის შემოსავლები გადასახადებიდან 147000 ლარი, სხვა შემოსავლები 339100 ლარი,გათანაბრებითი ტრანსფერი 2249300 ლარი, მიზნობრივი დანიშნულების ტრანსფერი 95000 ლარი, არაფინანსური აქტივების კლებიდან 30000 ლარი.
2012 წლის იანვრის ბოლოს ბიუჯეტი ფორმაციის შედეგად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობებიდან გაიზარდა 3415000 (სამიმილიონ ოთხასთხუტმეტათას) ლარამდე. 500000 ლარით პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან . ქ. ამბროლაურში საცურაო აუზის მშენებლობისათვის და 54000 ლარი წინა წლის ნაშთით.
30.12.11

2012 დამდეგი შობა ახალი –წელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ მიულოცა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას და საახალწლო საჩუქრები გადასცა მრავალშვილიან დედებს, 100 წელს გადაშორებულ და ხანდაზმულ პიროვნებებს, მზრუნველობას მოკლებულ და სოციალურად შეჭირვებულ ბენეფიციარებს.

30.12.11
ფოტოებზე: მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე საახალწლო საჩუქრებს გადასცემს მრავალშვილიან ოჯახებს და დედ–მამით ობოლ ბავშვებს.
30.12.11

ფოტოზე: მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე საახალწლო საჩუქარს გადასცემს სოფელ გენდუშში მცხოვრებ 106 წლის ქალბატონს ნადია სვანიძეს

30.12.11

ფოტოებზე: ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს თანამშრომლები, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად დეპუტატის საჩუქრებს გადასცემენ მზრუნველობას მოკლებულთა სახლში აღრიცხვაზე მყოფ 51 ბენეფიციარს

15.11.11

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე ამომრჩევლებთან შეხვედრებზე მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.

შეხვედრებზე მოსახლეობისაგან დეპუტატმა განიხილა სხვადასხვა საკითხები,სოციალური, ინფრასტრუქტურის კუთხით, დასაქმების, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მიმდინარე პროექტების მიმდინარეობის შესახებ.

31.10.11

2011 წლის სასწავლო პროცესის დაწყება მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ მიულოცა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს.

სოფელ მეორე ტოლის საჯარო სკოლა დააფინანსა კახეთის რეგიონში ექსკურსიისათვის საჭირო თანხებით. ქ.ამბროლაურის მეორე საჯარო სკოლას კი შეუძინა სპორტული ინვენტარი კალათბურთის, ფეხბურთის, ფრენბურთის გუნდებში მონაწილე ბავშვებისათვის.

ფოტოზე:
მეორე საჯარო სკოლის დირექტორს მინდია ცხვედიანს დეპუტატის საჩუქრებს გადასცემს დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი დავით ვაჩაძე.

31.10.11

2011 წლის 12 ოქტომბერს ამბროლაურის მუნიციპალიტეტს ეწვია სოფლის მეურნეობის მინისტრი სამინისტროს სხვადასხვა ხელძღვანელებთან ერთად, ამბროლაურში რთველის დაწყების ორგანიზებისა და რთველთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემების შესწავლის მიზნით.

მინისტრთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრაში მინაწილეობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები, მხარის გუბერნატორი, მაჟორიტარი დეპუტატი.მოსახლეობასთან ღია საუბარში ადგილზევე იქნა გადაჭრილი ყველა პრობლემა და რთველი რაჭაში წარმატებით და შეუფერხებლად ჩატარდა. ჩაბარებულ იქნა 636 ტონა უნიკალური ჯიშების – ალექსანდრეულისა და მუჯურეთულის ყურძენი 1კილოგრამი 3 ლარად. არ დარჩენილა არც ერთი მოსახლე თავისი პროდუქციის რეალიზაციის გარეშე. ასევე მოსახლეობას წელს საშუალება მიეცა დაბალი ხარისხის სხვა ყურძნის რეალიზაციის, როგორც თეთრის ასევე წითელის შესაბამის დაბალ ფასებში.

1 2 3 > >>