გოჩა ენუქიძე
#44 ამბროლაურის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი
ფრაქციის გარეშე
ვიზიტორები:
ინფორმაცია ოლქის შესახებ

   ამბროლაური — ქალაქი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარის, აგრეთვე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ზღვის დონიდან 550 მ სიმაღლეზე, გაშენებულია რიონის და კრიხულის შესართავთან. წერილობით წყაროებში ამბროლაური XVII საუკუნიდან იხსენიება. იგი იმერეთის მეფეთა ერთ-ერთი რეზიდენცია იყო. აქ იდგა სამეფო სასახლე, რომლის კომპლექსიდან ეკლესიის და კოშკის ნანგრევებია შემორჩენილი. ქალაქად გამოცხადდა 1966 წელს. მოსახლეობა 2,5 ათასი (2002 წ.). ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. ამბროლაურში არის ნიკორწმინდის ეპარქიის რეზიდენცია.

 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შეადგენს 1142,1 კვ. კმ–ს. მუნიციპალიტეტი შედგება 1 ქალაქის, 18 თემისა და 67 სოფლისაგან. ტერიტორიის 49% ტყითაა დაფარული, რელიეფი მრავალფეროვანია, იყოფა დაბლობ, საშუალო და მაღლობ ზონებად.

  მოსახლეობა და შრომითი რესურსები

                        

მუნიციპალიტეტი

 წელი

  სულ

  ქალაქი

 სოფელი

ამბროლაური 2011 14035 2333 11702



   ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შრომითი რესურსი  8915 კაცს შეადგენს,რაც მოსახლეობის 56%–ს უდრის. აქედან დაუსაქმებელთა რაოდენობა დაახლოებით 3995 კაცია ანუ სამუშაო ძალის 45%. ეკონომიკის დარგში დასაქმებულია 4980 კაცი ანუ საერთო ოდენობის 56%. დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში გამოიყოფა თვითდასაქმებულები (შინა მეურნეობაში დასაქმებულნი) 5%–2540.

  დასაქმების ძირითადი სფეროები: სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა, მომსახურების სფერო, მშენებლობა.

სასწავლო აღმზრდელობით დაწესებულებათა რაოდენობა და პროფილი 2010 წლის მდგომარეობით:

სკოლები–23.
სკოლამდელი დაწესებულებები– 9.
დავით თორაძის სახელობის სამუსიკო სკოლა.
უჩა ჯაფარიძის სახელობის სამხატვრო სკოლა.


კულტურისა და დასვენების ობიექტები:

( თეატრი, მუზეუმები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, სამკურნალო გამაჯანსაღებელი დაწესებულებები, სკვერები,
პარკები და სხვა.)
  ამბროლაურის სახალხო თეატრი.
  სახვითი ხელოვნების მუზეუმი.
  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.
 ისტორიისა და კულტურის ძეგლების რაოდენობა 60–ზე მეტია, რომლებიც აგებულია V-VI საუკუნიდან მოყოლებული XXI საუკუნის ჩათვლით. მათ შორის გამორჩეულია ნიკორწმინდის, ბარაკონის, ზემო კრიხის, პატარა ონის, ტბეთის, ლაბეჭინას, ბუგეულის,ხონჭიორის ტაძრები, ხოტევის, კვარასა  და მინდა ციხეები. 


სოფლის მეურნეობა
 სოფლის მეურნეობა ამბროლაურის რაიონში წამყვანი დარგია, აქ ძირითადად გავრცელებულია მევენახეობა, მეცხოველეობა, მეხილეობა. მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეფუტკრეობა.
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა
 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის ეროვნული მნიშვნელობის გზები  ტყიბული-ონი და ქუთაისი-ონი. ასევე შიდა გზები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გზების მთლიანი სიგრზეა 240კმ, საიდანაც მყარი საფარით დაფარულია 225.8კმ, აქედან 15კმ. გზა არის დაფარული ასფალტ-ბეტონით, 210კმ.- ღორღით და ხრეშით, გრუნტის გზები 14 კმ-ია.
 მუნიციპალური ტრანსპორტის სფეროში ძირითადად კერძო კომპანიები არიან დასაქმებულნი. თუმცა არსებობს მუნიციპალური საწარმო რომლისთვისაც მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შეძენილი იქნა ავტობუსები, ავტობუსებით უზრუნველყოფილია სატრანსპორტო კავშირი ყოველ ტერიტორიულ ერთეულსა და ადმინისტრაციულ ცენტრს შორის. ასევე გამართულად მუშაობს საქალაქო ტრანსპორტი.

მრეწველობა

სამრეწვწლო საწარმოთა ძირითადი მაჩვენებლები

 

#

მუნიციპალიტეტი

მცირე საწარმოები

(20 კაცამდე)

საშუალო საწარმოები
(20-100 კაცი)

მსხვილი საწარმოები
(100 კაცზე მეტი)

სულ მოქმედი საწარმოები

 

 
ამბროლაური


საწარმოთა
რაოდენობა


დასაქმებულთა
რაოდენობა


წარმოებული
პროდუქცია


საწარმოთა რაოდენობა


დასაქმებულთა
რაოდენობა


წარმოებული
პროდუქცია


საწარმოთა
რაოდენობ


დასაქმებულთა
რაოდენობა


წარმოებული
პროდუქცია


საწარმოთა
რაოდენობა

 

 

 

 

  
   11

 

  
    96

 

   2402

 

 

  
   3

 

   110

 

  3673

 

    -

 

     -

 

     -

 

  13

 

ენერგეტიკა

   ამჟამად ამბროლაურის რაიონს ელექტროენერგიით ამარაგებს მაღალი ძაბვის ხაზები ტყიბულიდან და ლაჯანურიდან. ტერიტორიაზე მოქმედებს 3 მგვტ სიმძლავრის რიცეულაჰესი, რომლის პროცესიც მიმდინარეობს სიმძლავრის გაზრდის თვალსაზრისით.

 მიმდინარეობს მდ. ლუხუნზე ჰიდროელექტრო კაშხალის მშენებლობა,რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის გამომუშავებული ელ. ენერგიის რაოდენობას. მოქმედებს თერჯოლა-ამბროლაურის გაზსადენი, რომელიც ჯერ მხოლოდ ქალაქის მოსახლეობის მცირე ნაწილს ამარაგებს გაზით.

 

წყლის რესურსები

რაიონი მდიდარია წყლის რესურსებით. წყლის მთავაე არტერიას მდ. რიონი წარმოადგენს,რომელიც რაიონის ტერიტორიაზე 40 კმ. მანძილზე მიედინება. მისი მარცხენა შენაკადებია: კრიხულა, ზნაკურა, შარეულა. მარჯვენა კი ლუხუნი, რიცეულა და ასკი. აქვე მდებარეობს შაორის წყალსატევი, რომელიც13 კვ. კმ. ფართობს მოიცავს. მისი სიღრმე 15 მეტრია.

 

შაორის რეკრეაციული ზონა

შაორის წყალსაცავი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ულამაზესი ადგილია. იგი ხელოვნურ წყალსაცავს წარმოადგენს, რომლის ირგვლივ გაშენებულია უნიკალური ჯიშის ტყეები და მრავლადაა ისტორიულ-კულტურული ძეგლები. 2006 წლიდან დაიწყო მუშაობა შაორის რეკრეაციული ზონის პროექტის შედგენაზე, რომლის ამოცანაა წყალსაცავის ირგვლივ სასტუმრო დასასვენებელი კომპლექსის შექმნა, სადაც გაერთიანებული იქნება, როგორც  წყლის ასევე ტყის და მთის სისტემები.

შაორის რეკრეაციული ზონა გულისხმობს, როგორც ზაფხულის განმავლობაში ტურისტების მოზიდვას, რომლებიც დაინტერესებულნი იქნებიან საწყლოსნო სპორტით, ტყის ტურიზმისა და კულტურული ძეგლებით ასევე გათვალისწინებულია ზამთრის პერიოდისათვის სამთო ტურიზმის და სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარება.

შაორის რეკრეაციული ზონა გათვლილია საშუალოდ 60 000 ტურისტზე მთელი წლის განმავლობაში.

მინერალური წყლები

რაიონი მდიდარია სამკურნალო მინერალური წყლებით (ლიხეთი, ურავი, აბანოეთი, გორისუბანი, ჭრებალო). რომლებიც ბალნეოლოგიური თვალსაზრისით დიდი ღირებულება აქვს და ეფექტურ შედეგს იძლევა რევმატიულ და ძვალ-სახსროვანი დაავადების სამკურნალოდ.

მხარის ეკონომიკა

 ამბროლაურის ეკონომიკა ძირითადად წარმოდგენილია სოფლის მეურნეობით და ვაჭრობით, შედარებით გააქტიურება ეტყობა მშენებლობის სფეროს, რაც ძირითადად გამოწვეულია მთავრობის რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებით. რეგიონული განვითარების ფონდისა თუ სხვადასხვა სამთავრობო პროგრამების სახით მუნიციპალიტეტში ბოლო სამ წელიწადში რამდენიმე მილიონი ლარია დახარჯული. სამუშაოები სრულდება როგორც ადგილობრივი ფირმების, ასევე შემოსული კომპანიების მიერ.

  ასევე წარმოდგენილია კვების მრეწველობა, ძირითადად ღვინის ქარხნები, რაც გამოწვეულია იმით, რომ მუნიციპალიტეტში გავრცელებულია ენდემური ჯიშები, რომელთაგან მსოფლიოში  განთქმული ღვინოები ჩამოისხმება. ვაჭრობის თვალსაზრისით ამბროლაურს კარგი მდებარეობა აქვს, იგი იზიდავს, როგორც საკუთრივ ადგილობრივ ასევე მეზობელი რაიონის მომწოდებლებს და მომხმარებლებს. აღსანიშნავია ამბროლაურის ბაზარი, რომელიც მომხმარებლებს ქ. ქუთაისიდან და მეზობელი იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტებიდანაც იზიდავს.

 მომსახურების სფეროდან გამოირჩევა ინდივიდუალური მეწარმეების მიერ მიწოდებული მომსახურეობა, ძირითადად სასტუმრო და წვრილმანი ხელოსნების  სახით

მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები დაფინანსების ყველა წყაროს მიხედვით

----- ადგილობრივი ბიუჯეტი

----- რეგიონული განვითარების ფონდი  

მხარის ეკონომიკური განვითარების საპროგნოზო პარამეტრები

                2010-2017 წლებში

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმის შესადგენად აუცილებელია ყველა ფაქტორის ანალიზი და განვითარების ფაქტორების გაზომვა მუნიციპალიტეტის შესაძლებლობის  მიმართებაში

 

ძლიერი მხარეები

სუსტი მხარეები

კარგი ბუნება
განლაგება რეგიონის გზაჯვარედინზე
ბუნებრივი რესურსები
ენდემური ღვინოები
წყლის უხვი რესურსები
შაორის წყალსაცავი
ტყის რესურსები
ეკოლოგიურად სუფთა სოფლის პროდუქტები
კულტურული ძეგლები
მუშახელის სიიაფე
მიწის რესურსების სიიაფე

სიშორე გასაღების ბაზრიდან. 
მოსახლეობის კლება
სამუშაო ძალის დეფიციტი
მომსახურების სფეროს დაბალი ხარისხი
კვალიფიციური კადრების სიმწირე
ადგილობრივი ძალების დეფიციტურობა და მაღალი დამოკიდებულება ცენტრალურ ტრანსფერებზე
ინვესტიციების სიმწირე


საინვესტიციო წინადადებები

ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით უნდა არჩეული იქნეს განვითარების შემდეგი სტრატეგიები:
1. ტურიზმის განვითარება,რაც ხელს შეუწყობს საოჯახო სასტუმროების სექტორის განვითარებას,გაზრდის მოთხოვნას მუშახელსა  და აგრარულ პროდუქციაზე, შედეგად გაზრდის შინამეურნეობის შემოსავლებს.
2. ეკოლოგიურად სუფთა მეხილეობისა და მეცხოველეობის პროდუქციის წარმოება და მისი გატანა  ეროვნულ და საერთაშორისო ბაზარზე.
3. ჰიდროენერგეტიკის, ტყის რესურსებისა და წიაღისეულის მოპოვების განვითარება, რაც უზრუნველყოფს გადასახადების სწრაფ (ქონების  გადასახადი  და ბუნებრივი რესურსების სარგებლობის მოსაკრებელი) მობილიზებსა ადგილობრივ ბიუჯეტში.
4. ტურიზმის განვითარება მოითხოვს  გამართულ ადგილობრივ ინფრასტრუქტურას, კარგ გზებს სასტუმროებს გაზიფიცირებული  გათბობითა და კვალიფიციური მუშახელით, ასევე საჭირო იქნება ადგილობრივი კულტურის აფიშირება  და შესაბამისი სარეკლამო კამპანიების ორგანიზება.
5. სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის აუცილებელია დღეს არსებული საოჯახო მეურნეობის რესტრუქტურიზაცია და მისი ტრანსფორმირება პროდუქციაზე ორიენტირებულ მეურნეობად. ეს კი მსხვილ კაპიტალდაბანდებისა და გასაღების მეტი ბაზრების მოძიებას  საჭიროებს.