გოჩა ენუქიძე
#44 ამბროლაურის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი
ფრაქციის გარეშე
  • მოგესალმებით ძვირფასო ამომრჩევლებო!

    ჩემი მიზანია დავეხმაროთ ქართულ სოფელს, ფეხზე დავაყენოთ სოფლის მეურნეობა, გავაუმჯობესოთ სოფლის ცხოვრების პირობები. ჩემს ბიზნესში ათეულობით ადამიანია დასაქმებული, რაც უმუშევრობის საერთო პრობლემის მოგვარებისკენ გადადგმული მოკრძალებული ნაბიჯია.
  • საქართველოს ჰიმნი
    საქართველოს ჰიმნის ტექსტის ავტორია დავით მაღრაძე, მუსიკა ეკუთვნის ზაქარია ფალიაშვილს, რომელიც ჰიმნად დაამუშავა იოსებ კეჭაყმაძემ.
  • 10.07
11.07.12
სოფ.ღვარდია
სოფ.ცახიივლისი თვეში დეპუტატი გოჩა ენუქიძე საკრებულოს თავმჯდომარესთან კახაბერ ფარჯანაძესთან ერთად შეხვდა სოფლების ზემო ღვარდიის, ქვ. ღვარდიის, ცახის, თხმორის, ზემო შავრის მოსახლეობას. დეპუტატმა ისაუბრა ქვეყანაში და ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებზე. ერთ–ერთ საკითხად განხილულ იქნა და მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია საკარმიდამო და სასოფლო სამეურნეო მიწების დარეგისტრირების შესახებ. კერძოდ ის, რომ ივლისის თვეში უკვე მუნიციპალიტეტში შემოვა რამოდენიმე ჯგუფი, რომლებიც უზრუნველყოფენ ყველა საკარმიდამო ნაკვეთების და სასოფლო სამეურნეო მიწების ოჯახებზე დარეგისტრირებას თანამედროვე ტექნიკით და ამ ხარჯებს მთლიანად გაიღებს სახელმწიფო, ანუ მოსახლე გათავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისგან. ასევე სახელმწიფო გაიღებს სანოტარო მომსახურების ხარჯებსაც იმ შემთხვევაში, თუ ქონება რეგისტრირებულია სხვა პირზე და საჭიროებს გადაფორმებას. ყურადღება გამახვილდა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე. როგორც ცნობილია, სექტემბრის თვიდან დაზღვეული იქნებიან პენსიონერები და გაიზრდება სკოლამდელი ასაკის ბავშვთა კონტიგენტიც. დეპუტატმა განმარტა, რომ არასაპენსიო ასაკის კონტიგენტისათვის იმოქმედებს ჯანდაცვის პროგრამა, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სამედიცინო პოლისის არ მქონე მოქალაქეები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანდებიან სასწრაფო გადაუდებელი მკურნალობის ხარჯებით. 1000 ლარამდე სრულად, 1000 ლარის ზემოთ 75%–ით. მაქსიმალური თანხა 3000ლარი. მშობიარობა დაფინანსდება 400 ლარის ოდენობით.
01.06.12

სოფ. სხვავა
სოფ.იწამიმდინარე წლის 30-31 მაისს გაგრძელდა შეხვედრები მოსახლეობასთან ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. შეხვედრებში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი გიგი წერეთელი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გამცემლიძე, რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ბალავაძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, ონის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი ჭელიძე, პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული დავით გაგოშიძე, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელები, სატყეო დეპარტამენტის უფროსი გიორგი კიკნაველიძე, სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელები. შეხვედრები ჩატარდა ჭყვიშის, ღადიშის,ნამანევის, ჭელიაღელის, ხოტევის, ველევის, ცახის, სხვავის, კრიხის, იწის თემებში.

28.05.12

ქ.ამბროლაური
სოფ.ურავი
2012 წლის 23 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გაიმართა მოსახლეობასთან შეხვედრები, რომლებშიც მონაწილეობდნენ რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ბალავაძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე გოჩა მამაცაშვილი, სატყეო დეპარტამენტის უფროსი გიორგი კიკნაველიძე, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე, პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები. შეხვედრები შედგა სოფლებში: ურავი, ლიხეთი, წესი, კვაცხუთი,ძირაგეული, ბოსტანა, ჩორჯო, სადმელი, ბუგეული, საკეცია ასევე ქ. ამბროლაურში.

10.05.12

 2012 წლის 2 მაისს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ნიკორწმინდის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით ტყეშელაშვილმა. მასთან ერთად მონაწილეობდნენ პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული დავით გაგოშიძე, მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის (მ.გ.ფ.) ხელმძღვანელი ლევან ჭიჭინაძე და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები. შეხვედრაზე დავით ტყეშელაშვილმა ისაუბრა მუნიციპალიტეტში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მსგავსი სამუშაოები კვლავ გაგრძელდება. მან გამოყო ძირითადი პრიორიტეტები, კერძოდ საგზაო, წყლის სისტემის, გაზიფიცირების ინფრასტრუქტურების განვითარება, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა.
ვიზიტორები: